• მთავარი
  • სიახლეები
  • რეგისტრაცია
  • აკადემიის მიღწევები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა
  • ვინ ვართ ჩვენ
  • პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში

    ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია მწრთვნელების განვითრებას დიდ ყურადღებას აქცევს. უკვე ერთი წელია აკადემიაში სპეციალური პორიგრამა მოქედებს. პროგრამის ფარგლებში ტარდება ყოველდღიური სემინარები : ფსიქოლოგთნ, ფიზიკური მომზადების მწრთვნელთან, ქართველ გამოცდილ სპეციალისტებთან და, ამასთანავე, აკადემიას ჩამოყავს უცხოელი სპეციალისტები.

    NBA-სთან თანამშრომლობა პროგრამის მეორე ეტაპია. სამომავლოდ ეს ინტენსიურ სახეს მიიღებს და აკადემიის მწრთვნელები პროექტში ეტაპობივრად ჩერთვებიან.

    „აღნიშნული პროექტის მიზანია ახალგაზრდა მწრთვნელების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. NBA-სთან უკვე მეოთხე წელია ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ყოველ ზაფხულს ეწყობა საზაფხულო კემპი აკადემიის მოსწავლეებისთვის. მწრთვნელთა გადამზადების პროგრამა აკადემიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ახალგაზრდა, მონდომებულ მწრთვნელებს, რომ უფრო მეტად განავითარონ შესაძლებლობები და აიმაღლონ პროფესიული უნარ-ჩვევები. სწორედ ამ მიზნით, წელს პირველად, აკადემიის ორი მწრთვნელი გაემგზავრება NBA-ის აკადემიაში”,  გიორგი ალავიძე, აკადემიის დირექტორი.

     „როგორც იცით ჩვენს აკადემიაში უკვე 1000 ბავშვი ირიცხება. გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალი თაობა. მათი განვითარებისთის კი საჭიროა კვალიფიციური მწრთვნელების არსებობა. ეს პროექტი კი აკადემიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ამისთვის დიდი მადლობა ზაზა ფაჩულიას . NBA-ს დონის ორგანიზაციასთან მუშაობა და გამოცდილების მიღება განვითარებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ჩვენი აკადემიის ყველა მწრთვნელს ექნება შანსი პროექტში ჩაერთოს. მთავარია მათი მონდომება და შრომა“, – ლაშა ფარღალავა, სპორტული დირექტორი

    “ზაზა” JR. NBA – GBF ლიგის გამარჯვებულია

    ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის გუნდი “ოკლაჰომა თანდერი” 2017-2018 წლის სეზონის Jr. NBA-GBF გამარჯვებულია. ზორან პენოსა და დავით მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში  ბათუმის გუნდი “ვაშინგტონ უიზარდსი” 42:17 დაამარცხა.

    Junior NBA – GBF ლიგა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ტურნირის მხარდამჭერები გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტრო. Junior NBA – GBF ლიგა  საქართელოში ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო პროექტია, რომელშიც ყოველწლიურად 70-ამდე გუნდი და 1000-ამდე ბავშვი მონაწილეობს.

    ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ  დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

    2018 წლის  ჯუნიორ NBA-ს ჩემპიონი გუნდი „ოკლაჰომა თანდერსი“ (ზაზას აკადემია)   საჩემპიონო ბეჭდებით და სიგელებით  NBA-ს ოპერაციების მენეჯერმა ვანია ჩერნივეცმა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შავლა გოგოლაძემ დააჯილდოვეს.

    ტრადიციულად, გამოვლინდა 2018 წლის ოთხთა ფინალის  8 საუკეთესო მოთამაშე, რომლებსაც  ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ. ჯუნიორ ნბა-ს 8 საუკეთესო კალათბურთელი ვლადიმერ ბოისამ და გიორგი გაჩეჩილაძემ დააჯილდოვეს .

    (ზაზა) ნიკა აბულაძე, გუკა ცხადაძე

    (ქუთაისი) ლუკა ახვლედიანი, ლუკა ახვლედიანი

    (ბათუმი) ლუკა ჯინჭარაძე, ლუკა ჯაში

    (იბერი) გიორგი სოხაძე, საბა შარაშიძე

    2018 წლის ჯუნიორ ნბა-ს  საუკეთესო მოთამაშე  „ოკლაჰომას“(ზაზას აკადემია) კაპიტანი ნიკა აბულაძე გახდა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. საუკეთესო მოთამაშეს პრიზი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შავლა გოგოლაძემ გადასცა.

     

    თანამედროვე სპორტში ფსიქოლოგს დიდი როლი აქვს

     „თანამედროვე სპორტში ფსიქოლოგს დიდი როლი აქვს. ჩემი სურვილი იყო ეს სისტემა საქართველოში დამემკვიდრებინა. მოხარული ვარ, რომ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია ამ საკითხით დაინტერესდა. კალათბურთის სივრცეში დღეს ეს აკადემია ერთადერთია, რომელსაც სპორტული ფსიქოლოგი ჰყავს“.

    მაიკო ნანიტაშვილი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის სპორტული ფსიქოლოგია. აღნიშნული საკითხით მაიკოს დაინტერესება საქართველოში ამ სისტემის არარსებობამ გამოიწვია. სპორტული ფსიქოლოგის განათლება საზღვრებს გარეთ მიიღო. სპორტის, თითქმის, ყველა სახეობაში იმუშავა და ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ახლა აქტიურად მუშაობს, რათა სპორული ფსიქოლოგიის სისტემა საქართველოში დამკვიდრდეს.

    – რას აკეთებს სპორტის ფსიქოლოგი?

    სპორტის ფსიქოლოგი სპორტსმენის ქცევებს სწავლობს და მათ ემოციურ დარღვევებზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ფიქოლოგი სპორტსმენის წარმატებაშიც ერთვება. ის ეხმარება სპორტსმენს თმაშისთვის ფსიქოლოგიურად მოემზადოს. მწრთვნელს აცნობს მოთამაშის ემოციურ მდგომარეობას, რომ მან განსაზღვროს ვინ რამდენ წუთს, რომელ პოზიციას და როგორ ითამაშებს. ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში სოწრედ ამ მიმართულებით ვმუშაობ.

    – რატომ უტარდებათ მწრთვრთნელეს სემინარები?

    განვითარებულ ქვეყნებში, მაგ: რადგან საუბარია კალათბურთზე, აშშ-ში ეს სისტემა უკვე აწყობილია. მწრთვნელებმა იციან ბავშვთა უფლებები, ბავშვთა განვითარების თავისებურებები, კრიზისები და მათი გადალახვა. ჩვენთნ ეს სიახლეა, ამიტომ სისტემის ასაშენებლად აუცილებელია საფუძვლებიდან დაწყება. ჩვენი სემინარები მწრთვნელების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება ისეთ საკითხბზე, როგორიცაა : ‘როგორ გადავლახოთ ბავშვის განვითარების კრიზისები’, ‘ ‘პრობლემური სიტუაციების მოგვარება’, ‘გუნდის მართვა’, ‘ბავშვებთან სწორი კომუნიკაცია’.

    – მშობლებთან შეხვედრა…

    მშობლებთნ შეხვედრა ძირითადად კონსულტაციის სახით იგეგმება. შეხვედრის მიზანია სპორტსმენს სპორტული ცხოვრებისთვის სწორი გარემო შევუქმნათ.

    პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში

    ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში დღეს ახალი ისტორია დაიწერა. 18 წლის ნატალია ოთხმეზური  პირველი გოგოა ქართული კალათბურთის ისტორიაში, რომელმაც სრული სტიპენდია მოიპოვა და თამაშს აშშ-ში, ვაიომინგის შტატში განაგრძობს.

    ნატალია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ერთი თვის წინ მოვიდა. ნიჭიერი კალათბურთელი აკადემიაში მაშინვე შეამჩნიეს და დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა კოლეჯთან. საბოლოოდ შეირჩა კასპერის კოლეჯი, რომელიც ძლიერი ქალთა კალათბურთის პროგრამით გამოირჩევა.

    ახალ კოლეჯში სწავლას ნატალია აგვისტოდან დაიწყებს.

     „ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება მსგავსი ფაქტი. ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო და ვასახელო ჩემი ოჯახი და საქართველო. მადლობას ვუხდი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას გვერდში დგომისთვის“,-ნატალია ოთხმეზური.

     „ ჩვენი აკადემია ყოველთვის მზადაა ახალგაზრდა, ნიჭიერ კალათბურთელებს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში ხელი შუწყოს“,–  ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დირექტორი, გიორგი ალავიძე.

     „ აკადემიაში მოსვლის დღიდან ნატალიას ნიჭი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. მის განვითარებაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და შევუქმენით ყველანაირი პირობა, რომ სრულყოფილად ივარჯიშოს“, – ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის სპორტული დირექტორი ლაშა ფარღალავა.

    “ზაზა” – სამოყვარულო ლიგის ჩემპიონი

    მორიგი გამარჯვება და მორიგი საჩემპიონო თასი. ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის გუნდი კალათბურთის სამოყვარულო ლიგის გამარჯვებულია.  “ზაზა” ფინალურ ეტაპზე  “აისის” წინააღმდეგ წარსდგა და დამაჯერებლად, 69:54 მოიგო.

    “ზაზას” შემადგენლობა: გუგა პატარაია, ლექსო ლაფანაშვილი, ვიქტორ კოღუაშვილი, ვასო მჭედლიშვილი, ვასილ კუტალაძე, გიორგი ჩალიგავა, ბექა ქარცივაძე, ნიკოლოზ ნიბლაძე, დავით მუშკუდიანი, რეზი კილანავა, დავით მუმლაძე, ჯულივეტ ტოუჯანი.

    მთავარი მწვრთნელი: ნიკა მსხალაია,  ასისტენტი: ბექა ჭყოიძე.

    ფინალის MVP: ლექსო ლაფანაშვილი.

    “თავიდან თანაბარი თამაში იყო. ცოტა ვინერვიულეთ,რაც თამაშზეც აისახა და პირველ ტაიმს ვაგებდით.   გუნდში ბევრი მწვრთნელი ვთამაშობთ, შევცვალეთ ტაქტიკა და პირველ შეტევაზე გადავედით. მივიღეთ შედეგი და მესამე მეოთხედის ბოლოში უპირატესობა მოვიპოვეთ. ბოლო მეოთხედი მშვიდად ჩავატარეთ. მინდა გამოვარჩიო ჩვენი ლიდერი – ლექსო ლაფანაშვილი, რომელმაც ითამაშა, იყო ლიდერი და დამსახურებულად გახდა საუკეთესო მოთამაშე”, – გუგა პატარაია.

    ” პირველი თამაში მახსენდება. გადაწყდა, რომ მე და ბექა ვიქნებოდით მწვრთნელები. ეს დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა იყო. წარმოიდგინეთ, ხარ კარგი მოთამაშეების და მწვრთნელების მწვრთნელი! ჩემპიონატი კარგ დონეზე იყო ორგანიზებული და მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მონაწილე გუნდს. ფინალური შეხვედრა დანაკლისით დავიწყეთ, რადგან დასაწყისშივე დაგვემტვრა ძირითადი ცენტრი დავით მუშკუდიანი, რაც დიდი დანაკლისი იყო. თუმცა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. თამაშის გამორჩეული ლიდერი კი ლექსო ლაფანაშვილი იყო. მან ითამაშა, როგორც ნამდვილმა ლიდერმა და ლექსოს გარეშე ამ თამაშის მოგება რთული იქნებოდა. დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. ჩვენ ეს ჩემპიონობა დავიმსახურეთ!”– ნიკა მსხალაია.

     

    ლუკა ალავიძე Jr. NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე

    13 წლის ლუკა ალავიძე Junior NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. 2017 წლის Junior NBA – GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის აღსაზრდელია, სლოვენიაში გამართულ Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ კემპზე გამოარჩიეს. 7-12 აგვისტოს, ფლორიდის შტატის დედაქალაქ ორლანდოში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე ლუკა ალავიძე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავს.

    „სლოვენიაში წასვლა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ვცდილობდი მაქსიმალური გამეკეთებინა და მსაჯებმაც ამირჩიეს. მინდა, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა – საქართველო და ვითამაშო პროფესიონალური კალათბურთი NBA-ში“, – ლუკა ალავიძე.

    Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატში,  მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შერჩეული 14 წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ. მსოფლიოს ჩემპიონატი პარალელურად – ცალკე გოგონათა და ცალკე ვაჟთა შორის ჩატარდება . თითოეულ ტურნირში 16 რეგიონალური გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 8 აშშ-ს, ხოლო 8 დანარჩენ მსოფლიოს (აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, აზია პასიფიკი, კანადა, ჩინეთი, ევროპა, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ ამერიკა) წარმოადგენს. ამერიკის 8 გუნდი და დანარჩენი მსოფლიოს 8 გუნდი ცალ-ცალკე, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ და გამოავლენენ თითო საუკეთესოს, რომელთაგან 12 აგვისტოს, ფინალურ მატჩში NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონი გაირკვევა.

     

    “ზაზა” ბელგიის ტურნირის ჩემპიონია!

    ბელგიაში დასრულებული დიდი საერთაშორისო ტურნირი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის გამარჯვებით დასრულდა. დეან პროკიჩისა და ჟულივეტ ტოუჯანის გაწვრთნილმა გუნდმა მაქსიმალური კონცენტრაციით ჩაატარა მთელი ტურნირი და ფინალში 93:90 დაამარცხა ბელგიის ჩემპიონი „ოსტენდე”.

    ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ზაზა ფაჩულიას აკადემიის წევრი ლუკა მაზიაშვილი გახდა.

    „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ წარმატებაში, ვინც შექმნა ეს შედეგი. მადლობა ზაზა ფაჩულიას, რომელიც ყოველთვის ყურადღებით ეცნობა ყველაფერს. მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს გამარჯვება მოსულიყო. ვაგრძელებთ მუშაობას“,– ჟულივეტ ტოუჯანი

    “ზაზა” JUNIOR NBA-GBF ჩემპიონია

    ჯუნიორ NBA-GBF ლიგის მეორე გათამაშება დასრულდა.  ჩემპიონი  ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა, რომელიც ტურნირში „ჩიკაგო ბულსის“ სახელით ასპარეზობდა. ზაზას აკადემიელებმა საჩემპიონო მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სახელით მოასპარეზე „ქუთაისი“ დაამარცხეს.

    ჯუნიორ NBA-GBF ლიგას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ატარებენ. მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტრო. ჯუნიორ NBA-GBF ლიგა მეორე წელია, ტარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი ბავშვი გახლდათ ჩართული.

    ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ  დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

    ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდის წევრებს საჩემპიონო ბეჭდები და სიგელები  საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და თბილისის კალათბურთის განვითრების პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცეს.

    ტრადიციულად, გამოვლინდა 2017-2018  წლების სეზონის ჯუნიორ NBA-ს  8 საუკეთესო მოთამაშე. მათ ეროვნული ნაკრების მაისურები  დუდა სანაძემ, გიორგი ცინცაძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა გადასცეს.

    გორი – თენგო გოგიშვილი, სანდრო ზარიძე

    ჰიუნდაი – გეგა წულაია, ნიკა ბოსტოღანაშვილი

    ქუთაისი – დათო ფესვიანიძე, ლუკა ლომთაძე, ლუკა გორგოძე

    ზაზა – ლუკა ალავიძე, დავით მუმლაძე, ლევან ძინძიბაძე

    ჯუნიორ NBA-GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე  „ზაზას აკადემიის“ წევრი – ლუკა ალავიძე გახდა, რომელსაც სპეციალური პრიზი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

    NBA-ის სტანდარტები ქართულ კალათბურთში

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას, NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიის გასახსნელად, დიდუბეში (წერეთლის 105 ა) მდებარე სპორტული ბაზა 50 წლით გადაეცა. 

    ზაზა ფაჩულიას წლების განმავლობაში სურდა საქართველოში NBA-ს სტანდარტების აკადემიის გახსნა, რაც დღეისათვის უკვე რეალობად იქცა.   შეთანხმების მიხედვით, აკადემია  ბავშვებს სხვადასხვა კლუბებში, ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ მოამზადებს. აკადემია იზრუნებს როგორც ბავშვების, ასევე მწვრთნელების განვითრებაზე.

    ბაზაზე ფუნქციონირებს კალათბურთის 4 დარბაზი, სასტუმროს ტიპის ნომრები სპორტსმენებისთვის, მანეჟი სარბენი ბილიკით, სადაც განთავსდება ტრეჟანორები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი.

    “ყველაფერი ძალიან მოულოდნელად და სწრაფად მოხდა, რადგანაც დაკავებული ვიყავი ნაკრების თემით. რაც დღეს მოხდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავამართლო მოლოდინი და ეს იყოს ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა”, – ზაზა ფაჩულია.