• მთავარი
  • სიახლეები
  • რეგისტრაცია
  • აკადემიის მიღწევები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა
  • ვინ ვართ ჩვენ
  • “ზაზა” JR. NBA – GBF ლიგის გამარჯვებულია

    ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის გუნდი “ოკლაჰომა თანდერი” 2017-2018 წლის სეზონის Jr. NBA-GBF გამარჯვებულია. ზორან პენოსა და დავით მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში  ბათუმის გუნდი “ვაშინგტონ უიზარდსი” 42:17 დაამარცხა.

    Junior NBA – GBF ლიგა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ტურნირის მხარდამჭერები გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტრო. Junior NBA – GBF ლიგა  საქართელოში ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო პროექტია, რომელშიც ყოველწლიურად 70-ამდე გუნდი და 1000-ამდე ბავშვი მონაწილეობს.

    ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ  დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

    2018 წლის  ჯუნიორ NBA-ს ჩემპიონი გუნდი „ოკლაჰომა თანდერსი“ (ზაზას აკადემია)   საჩემპიონო ბეჭდებით და სიგელებით  NBA-ს ოპერაციების მენეჯერმა ვანია ჩერნივეცმა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შავლა გოგოლაძემ დააჯილდოვეს.

    ტრადიციულად, გამოვლინდა 2018 წლის ოთხთა ფინალის  8 საუკეთესო მოთამაშე, რომლებსაც  ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ. ჯუნიორ ნბა-ს 8 საუკეთესო კალათბურთელი ვლადიმერ ბოისამ და გიორგი გაჩეჩილაძემ დააჯილდოვეს .

    (ზაზა) ნიკა აბულაძე, გუკა ცხადაძე

    (ქუთაისი) ლუკა ახვლედიანი, ლუკა ახვლედიანი

    (ბათუმი) ლუკა ჯინჭარაძე, ლუკა ჯაში

    (იბერი) გიორგი სოხაძე, საბა შარაშიძე

    2018 წლის ჯუნიორ ნბა-ს  საუკეთესო მოთამაშე  „ოკლაჰომას“(ზაზას აკადემია) კაპიტანი ნიკა აბულაძე გახდა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. საუკეთესო მოთამაშეს პრიზი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შავლა გოგოლაძემ გადასცა.

     

    თანამედროვე სპორტში ფსიქოლოგს დიდი როლი აქვს

     „თანამედროვე სპორტში ფსიქოლოგს დიდი როლი აქვს. ჩემი სურვილი იყო ეს სისტემა საქართველოში დამემკვიდრებინა. მოხარული ვარ, რომ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია ამ საკითხით დაინტერესდა. კალათბურთის სივრცეში დღეს ეს აკადემია ერთადერთია, რომელსაც სპორტული ფსიქოლოგი ჰყავს“.

    მაიკო ნანიტაშვილი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის სპორტული ფსიქოლოგია. აღნიშნული საკითხით მაიკოს დაინტერესება საქართველოში ამ სისტემის არარსებობამ გამოიწვია. სპორტული ფსიქოლოგის განათლება საზღვრებს გარეთ მიიღო. სპორტის, თითქმის, ყველა სახეობაში იმუშავა და ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ახლა აქტიურად მუშაობს, რათა სპორული ფსიქოლოგიის სისტემა საქართველოში დამკვიდრდეს.

    – რას აკეთებს სპორტის ფსიქოლოგი?

    სპორტის ფსიქოლოგი სპორტსმენის ქცევებს სწავლობს და მათ ემოციურ დარღვევებზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ფიქოლოგი სპორტსმენის წარმატებაშიც ერთვება. ის ეხმარება სპორტსმენს თმაშისთვის ფსიქოლოგიურად მოემზადოს. მწრთვნელს აცნობს მოთამაშის ემოციურ მდგომარეობას, რომ მან განსაზღვროს ვინ რამდენ წუთს, რომელ პოზიციას და როგორ ითამაშებს. ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში სოწრედ ამ მიმართულებით ვმუშაობ.

    – რატომ უტარდებათ მწრთვრთნელეს სემინარები?

    განვითარებულ ქვეყნებში, მაგ: რადგან საუბარია კალათბურთზე, აშშ-ში ეს სისტემა უკვე აწყობილია. მწრთვნელებმა იციან ბავშვთა უფლებები, ბავშვთა განვითარების თავისებურებები, კრიზისები და მათი გადალახვა. ჩვენთნ ეს სიახლეა, ამიტომ სისტემის ასაშენებლად აუცილებელია საფუძვლებიდან დაწყება. ჩვენი სემინარები მწრთვნელების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება ისეთ საკითხბზე, როგორიცაა : ‘როგორ გადავლახოთ ბავშვის განვითარების კრიზისები’, ‘ ‘პრობლემური სიტუაციების მოგვარება’, ‘გუნდის მართვა’, ‘ბავშვებთან სწორი კომუნიკაცია’.

    – მშობლებთან შეხვედრა…

    მშობლებთნ შეხვედრა ძირითადად კონსულტაციის სახით იგეგმება. შეხვედრის მიზანია სპორტსმენს სპორტული ცხოვრებისთვის სწორი გარემო შევუქმნათ.

    პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში

    ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში დღეს ახალი ისტორია დაიწერა. 18 წლის ნატალია ოთხმეზური  პირველი გოგოა ქართული კალათბურთის ისტორიაში, რომელმაც სრული სტიპენდია მოიპოვა და თამაშს აშშ-ში, ვაიომინგის შტატში განაგრძობს.

    ნატალია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ერთი თვის წინ მოვიდა. ნიჭიერი კალათბურთელი აკადემიაში მაშინვე შეამჩნიეს და დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა კოლეჯთან. საბოლოოდ შეირჩა კასპერის კოლეჯი, რომელიც ძლიერი ქალთა კალათბურთის პროგრამით გამოირჩევა.

    ახალ კოლეჯში სწავლას ნატალია აგვისტოდან დაიწყებს.

     „ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება მსგავსი ფაქტი. ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო და ვასახელო ჩემი ოჯახი და საქართველო. მადლობას ვუხდი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას გვერდში დგომისთვის“,-ნატალია ოთხმეზური.

     „ ჩვენი აკადემია ყოველთვის მზადაა ახალგაზრდა, ნიჭიერ კალათბურთელებს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში ხელი შუწყოს“,–  ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დირექტორი, გიორგი ალავიძე.

     „ აკადემიაში მოსვლის დღიდან ნატალიას ნიჭი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. მის განვითარებაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და შევუქმენით ყველანაირი პირობა, რომ სრულყოფილად ივარჯიშოს“, – ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის სპორტული დირექტორი ლაშა ფარღალავა.