• მთავარი
  • სიახლეები
  • რეგისტრაცია
  • აკადემიის მიღწევები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა
  • ვინ ვართ ჩვენ
  • “ზაზა” Jr. NBA-GBF ლიგის ჩემპიონია

    2018-2019 წლების სეზონის Junior NBA-GBF ლიგის გამარჯვებული  ზაზას აკადემიის პირველი გუნდი გახდა, რომელიც ტურნირში “ჩიკაგო ბულსის” სახელით ასპარეზობდა.  ჟოლივეტ ტუჯანისა და ლაშა თოიძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში “იუტა ჯაზის” სახელით მოასპარეზე “ქუთაისი 1” დაამარცხა. შეხვედრა ზაზას აკადემიის უპირატესობით წარიმართა. “ჩიკაგო ბულსმა” მეტოქე 46:28 დაამარცხა.

    Junior NBA-GBF ლიგა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით უკვე მეოთხე წელია, ტარდება. ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკაემია უკვე მესამე წელია პირველობას არავის უთმობს.

    ფინალზე დასასწრებად თბილისში  Junior NBA-ს ელჩი ბოსტიან ნახბარი ჩამოვიდა, რომელიც წლების მანძილზე თმაშობდა NBA-ში და სლოვენიის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

    ფინალურ მატჩამდე ზაზას აკადემიის მესამე გუნდი და “იბერი” ერთმანეთს მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდნენ.  “მემფის გრიზლისის” სახელით მოასპარეზე ზაზას აკადემიის   გუნდმა დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში “დეტროიტ პისტონსთან” (“იბერი”) – 23:22 დამარცხდა.

    ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ  დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები, ასევე ინდივიდუალური პრიზების მფლობელები ქართული კალათბურთის ცნობილ სახეებთან ერთად Junior NBA-ის ელჩმა, სლოვენიელმა ბოსტიან ნახბარმა დააჯილდოვეს.

    ჯუნიორ NBA-ს მეოთხე ადგილის მფლობელი  გახდა მემფის გრიზლისი/ ზაზა3, რომელიც სიგელებით დააჯილდოეს ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჯამლეტ ხუხაშვილმა და ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა მანუჩარ მარკოიშვილმა და გიორგი შერმადინმა.

    2019 წლის ჯუნიორ NBA-ს ჩემპიონ  გუნდს (ჩიკაგო ბულსი/ ზაზა1)   საჩემპიონო  ბეჭდები და სიგელები  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ნბა-ს ორგზის ჩემპიონმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გადასცეს.

    ტრადიციულად, გამოვლინდა 2018-2019  წლების სეზონის ჯუნიორ NBA-ს  8 საუკეთესო მოთამაშე. მათ ეროვნული ნაკრების მაისურები გიორგი შერმადინმა, მანუჩარ მარკოიშვილმა, დუდა სანაძემ და მიხეილ ბერიშვილმა გადასცეს.

    ზაზა1/ჩიკაგო ბულსი – თემუკა ფატარიძე, დაჩი მეშვილდეშვილი

    ქუთაისი1/იუტა ჯაზი –  გიორგი ნიკოლაევი, გერა ჭეიშვილი

    იბერი/ დეტროიტ პისტონსი – პეტრე ბაგრატიონი, სანდრო სახვაძე

    ზაზა3/ მემფის გრიზლისი – მათე ხატიაშვილი, მათე ნებიერიძე

     

    2018-2019  წლების სეზონის ჯუნიორ ნბა-ს  საუკეთესო მოთამაშე  თემუკა ფატარიძე (ზაზა1/ჩიკაგო ბულსი) გახდა,  რომელმაც ფინალურ მატჩში 27 ქულა დააგროვა. საუკეთესო მოთამაშე სპეციალური პრიზით  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

     

     

    “ზაზა” JR. NBA – GBF ლიგის გამარჯვებულია

    ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის გუნდი “ოკლაჰომა თანდერი” 2017-2018 წლის სეზონის Jr. NBA-GBF გამარჯვებულია. ზორან პენოსა და დავით მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში  ბათუმის გუნდი “ვაშინგტონ უიზარდსი” 42:17 დაამარცხა.

    Junior NBA – GBF ლიგა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ტურნირის მხარდამჭერები გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტრო. Junior NBA – GBF ლიგა  საქართელოში ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო პროექტია, რომელშიც ყოველწლიურად 70-ამდე გუნდი და 1000-ამდე ბავშვი მონაწილეობს.

    ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ  დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

    2018 წლის  ჯუნიორ NBA-ს ჩემპიონი გუნდი „ოკლაჰომა თანდერსი“ (ზაზას აკადემია)   საჩემპიონო ბეჭდებით და სიგელებით  NBA-ს ოპერაციების მენეჯერმა ვანია ჩერნივეცმა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შავლა გოგოლაძემ დააჯილდოვეს.

    ტრადიციულად, გამოვლინდა 2018 წლის ოთხთა ფინალის  8 საუკეთესო მოთამაშე, რომლებსაც  ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ. ჯუნიორ ნბა-ს 8 საუკეთესო კალათბურთელი ვლადიმერ ბოისამ და გიორგი გაჩეჩილაძემ დააჯილდოვეს .

    (ზაზა) ნიკა აბულაძე, გუკა ცხადაძე

    (ქუთაისი) ლუკა ახვლედიანი, ლუკა ახვლედიანი

    (ბათუმი) ლუკა ჯინჭარაძე, ლუკა ჯაში

    (იბერი) გიორგი სოხაძე, საბა შარაშიძე

    2018 წლის ჯუნიორ ნბა-ს  საუკეთესო მოთამაშე  „ოკლაჰომას“(ზაზას აკადემია) კაპიტანი ნიკა აბულაძე გახდა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. საუკეთესო მოთამაშეს პრიზი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შავლა გოგოლაძემ გადასცა.

     

    ლუკა ალავიძე Jr. NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე

    13 წლის ლუკა ალავიძე Junior NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. 2017 წლის Junior NBA – GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის აღსაზრდელია, სლოვენიაში გამართულ Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ კემპზე გამოარჩიეს. 7-12 აგვისტოს, ფლორიდის შტატის დედაქალაქ ორლანდოში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე ლუკა ალავიძე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავს.

    „სლოვენიაში წასვლა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ვცდილობდი მაქსიმალური გამეკეთებინა და მსაჯებმაც ამირჩიეს. მინდა, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა – საქართველო და ვითამაშო პროფესიონალური კალათბურთი NBA-ში“, – ლუკა ალავიძე.

    Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატში,  მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შერჩეული 14 წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ. მსოფლიოს ჩემპიონატი პარალელურად – ცალკე გოგონათა და ცალკე ვაჟთა შორის ჩატარდება . თითოეულ ტურნირში 16 რეგიონალური გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 8 აშშ-ს, ხოლო 8 დანარჩენ მსოფლიოს (აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, აზია პასიფიკი, კანადა, ჩინეთი, ევროპა, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ ამერიკა) წარმოადგენს. ამერიკის 8 გუნდი და დანარჩენი მსოფლიოს 8 გუნდი ცალ-ცალკე, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ და გამოავლენენ თითო საუკეთესოს, რომელთაგან 12 აგვისტოს, ფინალურ მატჩში NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონი გაირკვევა.

     

    “ზაზა” JUNIOR NBA-GBF ჩემპიონია

    ჯუნიორ NBA-GBF ლიგის მეორე გათამაშება დასრულდა.  ჩემპიონი  ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა, რომელიც ტურნირში „ჩიკაგო ბულსის“ სახელით ასპარეზობდა. ზაზას აკადემიელებმა საჩემპიონო მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სახელით მოასპარეზე „ქუთაისი“ დაამარცხეს.

    ჯუნიორ NBA-GBF ლიგას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ატარებენ. მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტრო. ჯუნიორ NBA-GBF ლიგა მეორე წელია, ტარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი ბავშვი გახლდათ ჩართული.

    ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ  დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

    ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდის წევრებს საჩემპიონო ბეჭდები და სიგელები  საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და თბილისის კალათბურთის განვითრების პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცეს.

    ტრადიციულად, გამოვლინდა 2017-2018  წლების სეზონის ჯუნიორ NBA-ს  8 საუკეთესო მოთამაშე. მათ ეროვნული ნაკრების მაისურები  დუდა სანაძემ, გიორგი ცინცაძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა გადასცეს.

    გორი – თენგო გოგიშვილი, სანდრო ზარიძე

    ჰიუნდაი – გეგა წულაია, ნიკა ბოსტოღანაშვილი

    ქუთაისი – დათო ფესვიანიძე, ლუკა ლომთაძე, ლუკა გორგოძე

    ზაზა – ლუკა ალავიძე, დავით მუმლაძე, ლევან ძინძიბაძე

    ჯუნიორ NBA-GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე  „ზაზას აკადემიის“ წევრი – ლუკა ალავიძე გახდა, რომელსაც სპეციალური პრიზი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.