
“ზაზა” JR. NBA – GBF ლიგის გამარჯვებულია
ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის გუნდი “ოკლაჰომა თანდერი” 2017-2018 წლის სეზონის Jr. NBA-GBF გამარჯვებულია. ზორან პენოსა და დავით მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში ბათუმის გუნდი “ვაშინგტონ უიზარდსი” 42:17 დაამარცხა.
Junior NBA – GBF ლიგა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ტურნირის მხარდამჭერები გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტრო. Junior NBA – GBF ლიგა საქართელოში ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო პროექტია, რომელშიც ყოველწლიურად 70-ამდე გუნდი და 1000-ამდე ბავშვი მონაწილეობს.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
2018 წლის ჯუნიორ NBA-ს ჩემპიონი გუნდი „ოკლაჰომა თანდერსი“ (ზაზას აკადემია) საჩემპიონო ბეჭდებით და სიგელებით NBA-ს ოპერაციების მენეჯერმა ვანია ჩერნივეცმა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შავლა გოგოლაძემ დააჯილდოვეს.
ტრადიციულად, გამოვლინდა 2018 წლის ოთხთა ფინალის 8 საუკეთესო მოთამაშე, რომლებსაც ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ. ჯუნიორ ნბა-ს 8 საუკეთესო კალათბურთელი ვლადიმერ ბოისამ და გიორგი გაჩეჩილაძემ დააჯილდოვეს .
(ზაზა) ნიკა აბულაძე, გუკა ცხადაძე
(ქუთაისი) ლუკა ახვლედიანი, ლუკა ახვლედიანი
(ბათუმი) ლუკა ჯინჭარაძე, ლუკა ჯაში
(იბერი) გიორგი სოხაძე, საბა შარაშიძე
2018 წლის ჯუნიორ ნბა-ს საუკეთესო მოთამაშე „ოკლაჰომას“(ზაზას აკადემია) კაპიტანი ნიკა აბულაძე გახდა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. საუკეთესო მოთამაშეს პრიზი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შავლა გოგოლაძემ გადასცა.