• მთავარი
  • სიახლეები
  • რეგისტრაცია
  • აკადემიის მიღწევები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა
  • ვინ ვართ ჩვენ
  • “ზაზა” JR. NBA – GBF ლიგის გამარჯვებულია

    “ზაზა” JR. NBA – GBF ლიგის გამარჯვებულია

    ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის გუნდი “ოკლაჰომა თანდერი” 2017-2018 წლის სეზონის Jr. NBA-GBF გამარჯვებულია. ზორან პენოსა და დავით მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში  ბათუმის გუნდი “ვაშინგტონ უიზარდსი” 42:17 დაამარცხა.

    Junior NBA – GBF ლიგა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ტურნირის მხარდამჭერები გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტრო. Junior NBA – GBF ლიგა  საქართელოში ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო პროექტია, რომელშიც ყოველწლიურად 70-ამდე გუნდი და 1000-ამდე ბავშვი მონაწილეობს.

    ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ  დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

    2018 წლის  ჯუნიორ NBA-ს ჩემპიონი გუნდი „ოკლაჰომა თანდერსი“ (ზაზას აკადემია)   საჩემპიონო ბეჭდებით და სიგელებით  NBA-ს ოპერაციების მენეჯერმა ვანია ჩერნივეცმა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შავლა გოგოლაძემ დააჯილდოვეს.

    ტრადიციულად, გამოვლინდა 2018 წლის ოთხთა ფინალის  8 საუკეთესო მოთამაშე, რომლებსაც  ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ. ჯუნიორ ნბა-ს 8 საუკეთესო კალათბურთელი ვლადიმერ ბოისამ და გიორგი გაჩეჩილაძემ დააჯილდოვეს .

    (ზაზა) ნიკა აბულაძე, გუკა ცხადაძე

    (ქუთაისი) ლუკა ახვლედიანი, ლუკა ახვლედიანი

    (ბათუმი) ლუკა ჯინჭარაძე, ლუკა ჯაში

    (იბერი) გიორგი სოხაძე, საბა შარაშიძე

    2018 წლის ჯუნიორ ნბა-ს  საუკეთესო მოთამაშე  „ოკლაჰომას“(ზაზას აკადემია) კაპიტანი ნიკა აბულაძე გახდა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. საუკეთესო მოთამაშეს პრიზი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შავლა გოგოლაძემ გადასცა.