
“ზაზა” – სამოყვარულო ლიგის ჩემპიონი
მორიგი გამარჯვება და მორიგი საჩემპიონო თასი. ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის გუნდი კალათბურთის სამოყვარულო ლიგის გამარჯვებულია. “ზაზა” ფინალურ ეტაპზე “აისის” წინააღმდეგ წარსდგა და დამაჯერებლად, 69:54 მოიგო.
“ზაზას” შემადგენლობა: გუგა პატარაია, ლექსო ლაფანაშვილი, ვიქტორ კოღუაშვილი, ვასო მჭედლიშვილი, ვასილ კუტალაძე, გიორგი ჩალიგავა, ბექა ქარცივაძე, ნიკოლოზ ნიბლაძე, დავით მუშკუდიანი, რეზი კილანავა, დავით მუმლაძე, ჯულივეტ ტოუჯანი.
მთავარი მწვრთნელი: ნიკა მსხალაია, ასისტენტი: ბექა ჭყოიძე.
ფინალის MVP: ლექსო ლაფანაშვილი.
“თავიდან თანაბარი თამაში იყო. ცოტა ვინერვიულეთ,რაც თამაშზეც აისახა და პირველ ტაიმს ვაგებდით. გუნდში ბევრი მწვრთნელი ვთამაშობთ, შევცვალეთ ტაქტიკა და პირველ შეტევაზე გადავედით. მივიღეთ შედეგი და მესამე მეოთხედის ბოლოში უპირატესობა მოვიპოვეთ. ბოლო მეოთხედი მშვიდად ჩავატარეთ. მინდა გამოვარჩიო ჩვენი ლიდერი – ლექსო ლაფანაშვილი, რომელმაც ითამაშა, იყო ლიდერი და დამსახურებულად გახდა საუკეთესო მოთამაშე”, – გუგა პატარაია.
” პირველი თამაში მახსენდება. გადაწყდა, რომ მე და ბექა ვიქნებოდით მწვრთნელები. ეს დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა იყო. წარმოიდგინეთ, ხარ კარგი მოთამაშეების და მწვრთნელების მწვრთნელი! ჩემპიონატი კარგ დონეზე იყო ორგანიზებული და მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მონაწილე გუნდს. ფინალური შეხვედრა დანაკლისით დავიწყეთ, რადგან დასაწყისშივე დაგვემტვრა ძირითადი ცენტრი დავით მუშკუდიანი, რაც დიდი დანაკლისი იყო. თუმცა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. თამაშის გამორჩეული ლიდერი კი ლექსო ლაფანაშვილი იყო. მან ითამაშა, როგორც ნამდვილმა ლიდერმა და ლექსოს გარეშე ამ თამაშის მოგება რთული იქნებოდა. დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. ჩვენ ეს ჩემპიონობა დავიმსახურეთ!”– ნიკა მსხალაია.